Friday, August 29, 2014

უფასო სტუდენტთა პანსიონი კოლეჯ „აისში“



          2010 წელს კოლეჯ ,,აისში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა კოლეჯის სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო. შენობა ხუთსართულიანია და გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე. სტუდენტთა ცხოვრება უფასოა!

სტუდენტთა პანსიონი და სასტუმროს შენობა


სტუდენტთა პანსიონის ფოიე

სტუდენტთა პანსიონის ფოიე
 
სტუდენტთა პანსიონის ფოიე

          სტუდენტთა პანსიონსა და სასტუმროში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, სველი წერტილები.
თითოეულ ოთახში ცხოვრობს ორი ან სამი სტუდენტი.   

სტუდენტების საცხოვრებელი ოთახი
 
სტუმრების საცხოვრებელი ოთახი

     სტუდენტებისთვის  ყველა სართულზე მოწყობილია კვების ობიექტები, სადაც პირადად შეუძლიათ მოიმზადონ კერძები. პირველ სართულზე ასევე ფუნქციონირებს სტუდენტური კაფე-ბარი, რომელიც 25 სტუდენტზე გათვლილი.
 
სტუდენტური კაფე-ბარი

         პირველ სართულზე  ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მოაწყონ შეხვედრები და დისკუსიები. ასევე, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ხშირად ტარდება ტრენინგები. 


საკონფერენციო დარბაზი


No comments:

Post a Comment