Friday, August 29, 2014

უფასო სტუდენტთა პანსიონი კოლეჯ „აისში“



          2010 წელს კოლეჯ ,,აისში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა კოლეჯის სტუდენტთა პანსიონი და სასტუმრო. შენობა ხუთსართულიანია და გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე. სტუდენტთა ცხოვრება უფასოა!

სტუდენტთა პანსიონი და სასტუმროს შენობა


სტუდენტთა პანსიონის ფოიე

სტუდენტთა პანსიონის ფოიე
 
სტუდენტთა პანსიონის ფოიე

          სტუდენტთა პანსიონსა და სასტუმროში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, სველი წერტილები.
თითოეულ ოთახში ცხოვრობს ორი ან სამი სტუდენტი.   

სტუდენტების საცხოვრებელი ოთახი
 
სტუმრების საცხოვრებელი ოთახი

     სტუდენტებისთვის  ყველა სართულზე მოწყობილია კვების ობიექტები, სადაც პირადად შეუძლიათ მოიმზადონ კერძები. პირველ სართულზე ასევე ფუნქციონირებს სტუდენტური კაფე-ბარი, რომელიც 25 სტუდენტზე გათვლილი.
 
სტუდენტური კაფე-ბარი

         პირველ სართულზე  ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მოაწყონ შეხვედრები და დისკუსიები. ასევე, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ხშირად ტარდება ტრენინგები. 


საკონფერენციო დარბაზი


ისწავლეთ კოლეჯ „აისში“ (ვიდეო)



Tuesday, August 26, 2014

განცხადება კოლეჯ „აისში“ სწავლის მსურველთათვის

საზოგადოებრივ კოლეჯაისი6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:

მეფუტკრე
მზარეული
დურგალი
ელექტრიკოსი
მეფილე-მომპირკეთებელი
კალატოზი
სავალი ნაწილის ტექნიკოსი
ძრავის შემკეთებელი
ტრაქტორისტ-მემანქანე
ტუროპერატორი
გიდი
სასტუმრო საქმის მწარმოებელი
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
ფარმაცევტის თანაშემწე 
ექთნის თანაშემწე
მემინანქრე
დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
თექის ხელოსანი

ტესტირება ჩატარდება 5 ოქტომბერს;
სწავლა დაიწყება 20 ოქტომბერს;
სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 790 110 120 ან ეწვიეთ
ვებ გვერდს: www.collegeaisi.ge