Wednesday, April 25, 2018

სტუდენტების შთაბეჭდილებები პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის შესახებ

კოლეჯი „აისი“ იყო აქტიური მონაწილე იმ პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის, რომელიც 19 აპრილს გაიმართა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. ფესტივალზე კოლეჯმა წარმოადგინა იმ პროფესიების სტენდები, რომელ პროფესიებსაც სთავაზობს საზოგადოებას. საგამოფენო სივრცეში გამოიფინა სტუდენტთა ნამუშევრები, რომლის ფონზე განხორციელდა სხვადასხვა ხასიათის აქტივობები. კოლეჯის სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროფესიების შესაძლებლობი. დარიგდა ბუკლეტები და სარეკლამო ფლაერები. გთავაზობთ კოლეჯ „აისის“ სტუდენტების შთაბეჭდილებებს პროფესიული განათლების ფესტივალის შესახებ.

მარი გოდერიძე  -  მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტი:
„ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი ჩვენი ჩვენი სპეციალობის მიმართ. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ ჩვენს მიერ დაყენებული ღვინოების დეგუსტაციის შესაძლებლობა, ასევე მათ მიიღეს ინფორმაცია ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.“

მარი გოდერიძე

ნიკა მახარაშვილი  -  ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებლის სპეციალობის სტუდენტი:
„სტუმრებმა სრული ინფორმაცია მიიღეს ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ წვენების და ჩირების მიმართ, რომლის ადგილზე დაგემოვნება ყველა მსურველს შეეძლო.“

ნიკა მახარაშვილი და დაინტერესებული სტუმრები

ნანუკა ჯაფოშვილი - ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის სტუდენტი:
„გამოფენაზე მოსული სტუმრების ინტერესი ძირითადად ეხებოდა ჩვენს მიერ გამოფენილ სამკურნალო მცენარეებს და მათ დანიშნულებას, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. რაც შეეხება ზოგადად ღონისძიებას, ველოდი რომ უფრო მეტი ადამიანი დაესწრებოდა და უფრო მეტი მოსწავლე იქნებოდა წარმოდეგენილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან. ვიმედოვნებ რომ მომავალში ეს პრობლემა გამოსწორდება.“

ნანუკა ჯაფოშვილი და მისი მეგობრები

ლიკა ბენაშვილი - თმის სტილისტის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩვენი პროფესიის ირგვლივ სტუმრები დაინტერესდნენ სწავლის პროცესებით. კერძოდ, სად მიმდინარეობს სწავლება, ფასიანია თუ არა და რა ხანგრძლივობისაა. დამსწრე საზოგადოებას შევთავაზეთ უფასო ვარცხნილობის გაკეთება. რამდენიმე სტუმარმა ისარგებლა ჩვენი სერვისით და ახალი ვარცხნილობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ჩემი აზრით, პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მივესალმები, თუ ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიებები“.

ლიკა ბენაშვილი და ელენე გაიპარაშვილი

ნანა ჭარაქაშვილი - ტუროპერატორის სპეციალობის სტუდენტი:
„საინტერესო და სახალისო ღონისძიება იყო და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოების მხრიდან.  რაც შეეხება დაინტერესებულ სტუმრებს, მათ მიიღეს ინფორმაცია ტუროპერატორის სპეციალობის უპირატესობების და სალაშქრო ინვენტარის მოხმარების წესების შესახებ.“

ნანა ჭარაქაშვილი და ტუროპერატორები

გიორგი გვიმრაძე - მზარეულის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დაინტერესება იყო ჩვენი სპეციალობის მიმართ. სტუმრების ინტერესი ძირითადად შეეხებოდა ამა თუ იმ ნედლეულის მექანიკური დამუშავების ტექნიკას და ასევე ჩვენს მიერ მომზადებული საჭმელების ინგრედიენტებს, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ყველა მსურველს ჰქონდა. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს სტუდენტებს სტიმულს მისცემს რომ უკეთესად ისწავლონ“.

გიორგი გვიმრაძე და მზარეულები სტუმრებისთვის ჰოთდოგებს ამზადებენ

ლევან შავლიაშვილი  -  მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩემი აზრით, ბოლო დროს პროფესიული განათლება გასულ წლებთან შედარებით უფრო პოპულარული გახდა. იმისათვის, რომ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდეს, აუცილებელია, მსგავსი გამოფენების ხშირად მოწყობა როგორც  კოლეჯში, ისე კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს კოლეჯის მიერ შემოთავაზებული პროფესიების შესახებ, რაც გამოიწვევს მეტი დაინტერესბული ახალგაზრდის მოზიდვას ამ სფეროში.“

ლევან შავლიაშვილი ვიდეოს გადაღების პროცესში

აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „აისის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები არა მარტო საკუთარი პროფესიების წარდგენაში, არამედ პიარ-აქტივობებში. ფოტოები გადაიღეს: შალვა აბრამიშვილმა (იხ. ფოტოები) და ნათია ტეტოშვილმა (იხ. ფოტოები), ვიდეო გადაიღო ლევან შავლიაშვილმა (იხ. ვიდეო).  

ინტერვიუ მოამზადა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალობის სტუდენტმა ჯონი წველებაშვილმა