Thursday, December 24, 2015

ადგილი, სადაც ადამიანები შრომას სწავლობენ!

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ 
მეფუტკრეობის სპეციალობის სტუდენტი
ზვიად ბიაშვილი

12 დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისშისტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა მოეწყო. უამრავი სტუმარი მოვიდა. გამოფენილი იყო როგორც ადგილზე ნაწარმოები, ისე, კოლეჯის პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია.

მეფუტკრეობის სპეციალობის სტუდენტები და მასწავლებლები

მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ ჩამოსხმული კოლეჯ „აისის“ ღვინოები

სტუმრები კოლეჯში წარმოებულ პროდუქციას აგემოვნებენ

სტუმრები კოლეჯში ჩამოსხმულ ღვინოს აგემოვნებენ
სტუმრებს თვალში ეცემოდათ საქმიანი იერის მქონე ახალგაზრდები. აი ისეთები, ჩვენს რეალობაში ნაკლებად რომ არიან.

მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტები 

ვეტერინარების მიერ მომზადებული რძის პროდუქცია



პროფესიული განათლების ფასი ძალიან ბევრს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული. ის აადვილებს საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებას. ხელს უწყობს დასაქმებას და ქმნის მატერიალურ დოვლათს. ათწლეულების განმავლობაში გამჯდარი სტერეოტიპი, თითქოს პროფესიული განათლება არ იყო პრესტიჟული, ჩვენს დროში იმსხვრევა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხარისხიანი პროფესიული განათლება ფასდაუდებელია. 

ინჟინერიის პროფესიის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები

დურგლის სპეციალობის სტუდენტები

ჩვენ ვცხოვრობთ დინამიურ და სწრაფად ტრანსფორმირებად დროში, ამიტომ ახალ–ახალი პროფესიების დაუფლება საშუალებას მოგვცემს მუდმივად კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ყოველთვის გვქონდეს ჩვენი საქმე.

კოლეჯში მომზადებული თაფლის ნაწარმი

მემინანქრის სპეციალობის სტუდენტების მიერ მომზადებული მინანქრის სუვენირები

დასასრულს, ისევ კოლეჯ „აისს“ მივუბრუნდები, რომელიც იქ მისულ ადამიანს პირველ რიგში შრომას ასწავლის და მუდმივი პროფესიული განახლებისკენ უბიძგებს. შრომის კულტურა მთავარი საფუძველია ძლიერი და წარმოებაზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის.

12.12.2015

Thursday, October 1, 2015

ხელოვნების სასახლე

       2014 წლის გაზაფხულზე  საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლის მშენებლობას, რომელიც  2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

ხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორია
    კეთილმოეწყო ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც.  კოლეჯის სასწავლო კორპუსიდან სასახლისკენ მიმავალ გზაზე დაიგო 110 მეტრიანი ქვის ბილიკი, რომლის გასწვრივ დაირგო კვიპაროსები. სასახლის გარშემო გაშენდა ყვავილების ბაღი.

ქვის ბილიკი ხელოვნების სასახლემდე
ყვავილების ბაღი



   ხელოვნების სასახლე იქნება არა მარტო კოლეჯაისისსახელოვნებო მიმართულებების სტუდენტების სწავლა-განათლების ადგილი, არამედ, აქ მოეწყობა ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი კუთხეები, გაიმართება კონკურსები, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და საინტერესო შეხვედრები, რაც პროფესიულ განათლებას გახდის კიდევ უფრო პერსპექტიულს და ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას


ხელოვნების სასახლის აივანი
ხელოვნების სასახლის შიდა ხედი 



    საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ახორციელებს ყველაზე დასაქმებად პროფესიებს ხელოვნების მიმართულებით:
1. მემინანქრე
2. მხატვარ-შემსრულებელი

3. კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი 

4. დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

5. თექის ხელოსანი


ხელოვნების მიმართულების სპეციალობები, რომლებიც ისწავლება კოლეჯ „აისში“