Tuesday, May 27, 2014

ტრენინგი: „ინტელის პროექტებით სწავლება“


 6 მაისიდან საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრენინგი ინტელის პროექტებით სწავლების შესახებ. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ტრენინგს უძღვება ტრენერი გიორგი ცინცაძე. ტრენინგის მონაწილეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
http://gtsin-intel.blogspot.com/p/blog-page.html

















Friday, May 23, 2014

პროექტი: „Everybody smiles in the same Language”


 
საზოგადოებრივ  კოლეჯ „აისში“ 21 მაისიდან სტუმრად იმყოფებიან ქართველი, ლიტველი, უკრაინელი, ესტონელი და თურქი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში: Everybody smiles in the same Language”. პროექტის მონაწილეებისთვის მიმდინარეობს ტრენინგები ინგლისურ ენაზე, რომელსაც ქართველი და ლიტველი ტრენერები უძღვებიან. პროექტის ფარგლებში მონაწილეები იღებენ ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის სტერეოტიპი, საიდან მოდის ის და არის თუ არა კავშირი ცრურწმენასა და სტერეოტიპს შორის. მონაწილეები მუშაობენ პროექტის დამახასიათებელი მხატვრული ნამუშევრების შექმნაზე და დგაენ ფლეშმობს. ეს არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და დგამს საინტერესო სცენას, აც იპყრობს ხალხის ყურადღებას. ეს ყველაფერი ნაჩვენები იქნება 26 მაისს, ქალაქ გურჯაანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფერადი სახლი“, რომელიც დაარსდა 2012 წელს კახეთის რეგიონში.








Wednesday, May 21, 2014

ახალი სასწავლო პროგრამები პროფესიულ განათლებაში



       პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებულ პროექტსსაქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“, როგორც ადამიანური რესურსების, ისე სასწავლო მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.
        აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა. 19 მაისს კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯაისშიპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები გაეცნენ პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული, შედეგებზე გათვლილი და მოქნილი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირების მეთოდოლოგიას.
       
ტრენინგის გახსნას დაესწრნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - ქეთევან ნატრიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - სოფო ქემხაძე, და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.
       
ახალი სასწავლო პროგრამები პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაქმების ბაზრის ყველაზე მწვავე საჭიროებებს. თანამედროვე მოდულური მეთოდოლოგიით სწავლება წარიმართება შემდეგ სპეციალობებში: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მემცენარე, მეხილე, მეცხოველე, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი, რძის გადამმუშავებელი. აღსანიშნავია, რომ ფერმერობა, როგორც პროფესია, პირველად დამკვიდრდება პროფესიული კოლეჯების პროგრამაში.
       
ახალი პროგრამები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეაფასა, მისი განცხადებით - ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, სრულიად თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული მოდულური პროგრამები, რომელიც საბოლოო ჯამში აამაღლებს ხარისხს და მივაღწევთ იმ დონეს, რაც გვჭირდება პროფესიულ განათლებაში.
       
სასწავლო პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების კარგი შესაძლებლობა. სასწავლო კურსები შემუშავებულია კერძო დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პრაქტიკული სწავლების 50 პროცენტი ჩატარდება საწარმოებსა და ფერმერულ მეურნეობებში.
       
ახალი სასწავლო პროგრამების პილოტირება გაიმართება 2014 წლის ზაფხულში კაჭრეთის, თელავის, ახალციხისა და სენაკის პროფესიულ კოლეჯებში. საცდელ პროგრამებში 130 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
       
პროგრამები სოფლის მეურნეობაში შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.