Saturday, December 30, 2017

საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ჩაერთო ვიშეგრადის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „აგრარული საგანმანათლებლო სტარტაპი სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ - LEPL Community College `AISI` Involved in Visegrad funded project: Agri-Edu Start-Up Boost

კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი აისიაქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტთან - აგრი-ედუ სტარტაპტის სტიმულირება სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისთვის“, რაც გულისხმობს აგრარული მიმართულების სტუდენტების ჩართვას  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.


პროექტი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე საშუალო სკოლის, კოლეჯებისა და ინსტიტუციების ტრანსფორმაციას ამ მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს, მეორადი პროფესიული განათლებისა და სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უფრო ინოვაციურ, გადამკვეთ და პრო-აქტიური სწავლისკენ. ასევე სტიმულს აძლევს  აგრო-ბიზნესის თანამშრომლობასთან. პროექტი ფინანსდება საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მიერ.


კოლეჯ „აისის“ სტუდენტების ორი  გუნდი მონაწილეობდა ამ პროექტში. მევენახეობა-მეღვინეობა და ტურიზმის მიმართულების. სტუდენტებმა საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს. გუნდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის მსვლელობისას.  გააკეთეს არა ერთი პრეზენტაცია. მათი სწავლების მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება იყო. სტუდენტებს გამოუმუშავდათ არა ერთი სასარგებლო და მეტად საჭირო უნარ-ჩვევა. კრიტიკული აზროვნება, პრობლემის რეალურად აღქმა და მისი გადაჭრის გზების ძიება, გუნდურობა, სხვისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, დროის მენეჯმენტი. მოტივაციას უმაღლებდათ უცხოელ ექსპერტებთან მუშაობა. მათი აზრის და გამოცდილების გაზიარება. ეს მათთვის ყველაზე დიდი სწავლების პრაქტიკა და გამოცდილება იყო, რაც კი მათ მანამდე ქონიათ.



დიდი მადლობა ყველას ვისაც ხელეწიფებოდა ამ პროექტის განხორციელება და სისრულეში მოყვანა. ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და თემის განვითარებისთვის.



LEPL Community College `AISI`
Involved in Visegrad funded project: Agri-Edu Start-Up Boost

Kachreti Community College `AISI` is collaborating with the agricultural development project – Agri-Edu Startup Boost: Agri Schools students Startups for Rural Innovations. 


This project supports transformation of agro and rural development oriented secondary schools, colleges and VET institutions. The project aim is to move secondary vocational education and  school students toward more innovate, cross-cutting and pro-active learning formula and to initiate co-operation with agri-businesses. Project has been awarded funding by the International Visegrad Fund.


There are two groups of students who have  participated  in this project: Vine-grower/Wine-maker students and Tourism direction. The students presented quite interesting and innovative projects. The teams were actively involved in during the project. They made presentations. The method of teaching was a problem-based learning. Students have developed not only one useful but some very useful skills. Critical thinking, realizing the problem and searching for ways to solve it, teamwork, respect and foresee of others' opinions, time management. Students were motivated to work with foreign experts. Sharing  their thoughts and experiences. It was a great teaching practice and experience that they have had.


Thank you very much for everyone who has been able to implement and accomplish this project. This project has of great importance for both students and the development of agriculture and community.

სმარტ მობილური გამფილტვრელი და ჩამომსხმელი მცირე ღვინის მარნებისთვის კახეთში - Smart mobile filtering and bottling solution for micro-wineries in Kakheti

დევიზი: „შეიგრძენი! ისიამოვნე! თან წაიღე!“

ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. სამოთხეა ღვინის მოყვარულთათვის, რომელთაც სთავაზობს საუკეთესო ღვინოების მრავალფეროვან არჩევანს, მოყვანილს და დამზადებულს განსხვავებულ გარემოში. ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ ძალიან ბევრ ღვინის ქარხნებსა თუ საოჯახო მარნებს და დააგემოვნონ მათი ღვინო. ზოგიერთი მათგანი საუკუნეებსაც კი ითვლის. შეხვდნენ კეთილმოსურნე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ისაუბრონ საათობით ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე.


პრობლემა ისაა, რომ სტუმრებს სურთ შეიძინონ ბოთლი ღვინო, რომელიც მათ ღვინის სარდაფში დააგემოვნეს, მაგრამ ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში და ზოგიერთ სამრეწველო საწარმოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უდიდესი ისტორია აქვს მეღვინეობის მიმართულებით, გლეხებს და მარნის მეპატრონეებს არ აქვთ საშუალება ჩამოასხან საკუთარი ღვინო და შესთავაზონ სტუმრებს.   

  
ამ რეალობიდან გამომდინარე კოლეჯი „აისის“ მეღვინე-მევენახე ჯგუფის სტუდენტებმა გადაწყვიტეს მოეგვარებინათ ეს პრობლემა. აღსანიშნავია, რომ მათ მოიფიქრეს შეექმნათ მცირე ღვინის ჩამომსხმელი ხაზი და შეეთავაზებინათ გლეხებისთვის თავიანთი მომსახურება. ჩამოესხათ მათი ღვინო და  შეეფუთათ მათ საკუთარ სახლშივე.

მთავარი იდეა, ამ პროექტის არის ის, რომ გლეხები შეძლებენ გაყიდონ მეტი საკუთარი ღვინო სახლიდან გაუსვლელად და ტურისტებმა კი შეძლონ იყიდონ სახლის ღვინოები ადგილზევე, გლეხების მარნებში.  


პროექტი არის ინოვაციური, რადგან არ არსებობს მსგავსი სახის კომპანია, რომელსაც შეუძლია ამგვარი ტიპის მომსახურების შეთავაზება გლეხებისთვის. ეს იქნება სოფლის განვითარების ერთ-ერთი ინოვაციური მიდგომა. ეს პროექტი დაეხმარება როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე მოსახლეოებას, რადგან რეგიონის ეკონომიური სიძლიერე დამოკიდებულია მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმზე.



იმისათვის, რომ განახორციელონ ეს პროექტი, სტუდენტებს სჭირდებათ შემდეგი მოწყობილობების შეძენა:          
Ø  ღვინის ჩამომსხმელი – 1000 ევრო
Ø  ფილტრი – 300 ევრო
Ø  ტუმბო - 100 ევრო
Ø  ხუფის მანქანა – 50 ევრო
Ø  ეტიკეტის მანქანა – 50 ევრო

სტუდენტების მიზანია გაზარდონ მომსახურების არეალი და ჩართონ სხვა რეგიონებიც, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაამართლონ გუნდის სლოგანი:


„შეიგრძენი! ისიამოვნე! თან წაიღე!“  


     

Smart mobile filtering and bottling solution for micro-wineries in Kakheti

Motto: `Feel it! Enjoy it! Take it with you!`

    You know well enough that Georgia is a wine-country with its 8000 years of history of wine-growing and wine making. It’s a paradise for wine lovers providing with a big variety of fine wines, made of different grapes, grown in various environments. Tourists can visit a great many wineries and lots of wine-cellars, some of which are centuries old and taste their wines. Meet welcoming farmers who are ready to speak about making wines as long as they are able to listen.


     
     The problem is that the visitors want to buy a bottle of home-made wine which they tasted and liked  in wine-cellar, but the bottle of wine is for sale just in a few shops in the cities and some industrial enterprises. That’s because in spite of Georgia’s great history of wine-making, farmers and small wine-cellar owners don’t have means to bottle their wines and offer to visitors.


     From this real situation college `AISI` vine-grower/wine-maker students group have decided to solve this problem. Notably, their aim is to create a mini wine bottling line on a car and offer to peasants to bottle their wine and packing in their own homes. The main idea of this project is, that farmer will be able to sell more own wine without getting out of home and tourists will be able to buy the bottle of wine in wine-cellar.


     Their project is innovatory because there isn’t exist such kind of service and a company in Georgia and this will be rural development innovation. This project will help as local business as well communities because our region’s economics strongly depends on wine-making and wine-tourism.
     In order to carry out their project students need to buy the following equipments:
Ø  Bottle filler – 1000
Ø  Filter – 300
Ø  Pump - 100
Ø  Corker – 50
Ø  Label machine – 50
     This team’s aim is to increase a service and involve other regions and the most important is to keep their team’s  slogan:
`Feel it! Enjoy it! Take it with you!`




Thursday, August 10, 2017

საზაფხულო ბანაკი კოლეჯ „აისში“


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯ „აისის“ ბაზაზე „საზაფხულო სკოლების“ ახალი პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც  „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკი“ ჰქვია. უკვე  ერთი თვეა, რაც კოლეჯში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად ისვნებენ და პარალელურად პროფესიულ მიმართულებებს ეუფლებიან. იმის შესახებ, თუ რა დატვირთვა აქვს საზაფხულო ბანაკებს და როგორ მიმდინარეობს პროცესები „აისის“ საზაფხულო სკოლაში, ვესაუბრეთ საზაფხულო სკოლების პროგრამისდავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად პროექტის მენეჯერს სოფიო ჩიტაძეს და „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკის“ პროექტის იდეის ავტორებს თამთა ქაჯაიას და გვანცა ნარიმანიძეს.
სოფიო ჩიტაძე: წელს 11000-მდე მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, რომ ზაფხულის პერიოდი გაატაროს სხვადასხვა ბანაკებში, სხვადასხვა ლოკაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი არის კოლეჯი „აისი“, რომელიც არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ ბავშვებმა ყველანაირი საბანაკე სერვისი მიიღონ უმაღლეს დონეზე. როგორც სპორტული აქტივობების მხრივ, ასევე, კინოხელოვნების მიმართულებით, რომელიც შერწყმულია პროფესიების შესაძლებლობების გაცნობასთან. პროფესიული განათლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ჩვენთვის. ამიტომ, კოლეჯ „აისის“ ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბანაკის ცხოვრებაში, რადგან ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, დახელოვნდნენ ამ მიმართულებით და მომავალში გააკეთონ სწორი არჩევანი. ამ პროექტის განხორციელებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად  ძალიან დიდი როლი მიუძღვის და აქტიურად არიან ჩართულები სხვა სამინისტროებიც. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ასევე, ეროვნული კინოცენტრი.


როგორ გაჩნდა კინოხელოვნების ბანაკის შექმნის იდეა, რა ფორმირება განიცადა არსებულმა პროექტმა, რომელი აქტივობები დაემატა და საბოლოოდ რა ფორმატით მიმდინარეობს „საზაფხულო სკოლების“  პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროექტი,  გვესაუბრებიან „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკის“ პროექტის ავტორები და სულისჩამდგმელები თამთა ქაჯაია და გვანცა ნარიმანიძე.
თამთა ქაჯაია:  მე ვარ კინოსპეციალისტი. უკვე მეოთხე წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული ეროვნული კინოცენტრის პროექტში „კინოსკოლა“. ვმუშაობდი ანაკლიის მომავლის ბანაკში და გავლილი მაქვს შესაბამისი ტრენინგები. იდეა კინობანაკის შესახებ გაჩნდა სამი წლის წინ და მე და გვანცამ დავწერეთ პროექტი, რომელმაც განიცადა ფორმირება. წელს ჩვენმა კოორდინატორმა კოტე ჩლაიძემ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ. შევხვდით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, გავიგეთ მათი სურვილები, ანუ რა ფორმატით სურდათ პროექტის განხორციელება და როგორი სახე უნდა ჰქონოდა პროექტს. ამის შემდეგ დავწერეთ პროგრამა, სადაც გავითვალისწინეთ და დავამატეთ 2 საათიანი პროფესიული სწავლება და სპორტული აქტივობები.
გვანცა ნარიმანიძე: მე გახლავართ კულტურის მენეჯმენტის მაგისტრი და ასევე, იურისტი. 2013 წლიდან ვმუშაობ „მომავლის ბანაკის“ ერთ-ერთ ლოკაციაზე ანაკლიის ბანაკში. წელს უკვე განახლებული ფორმატით დავიწყეთ  ბანაკში მუშაობა. პროგრამა აწყობილია ჩვენს მიერ. რამდენადაც ამ ბანაკის მიმართულება პროგრამულად სპეციფიკურია  და კინოხელოვნების ბანაკის სახე აქვს მიცემული, ლიდერები შესაბამისად დაკომპლექტებულნი არიან კინოცენტრის თანამშრომლებით, რომლებიც კინოსპეციალისტები არიან და გაიარეს შესაბამისი გადამზადება. მეც ასევე, 2014 წლიდან პარალელურად ვმუშაობ კინოცენტრის პროექტში „კინოსკოლა“, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ვუტარებთ კინოჩვენებებს, ვასწავლით ფილმის შექმნის სპეციფიკას და ვეხმარებით მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაში.


_ წლევანდელი „საზაფხულო სკოლების“ პროგრამა ხორციელდება შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე და ყველა მთგანში განსხვავებული შინაარსია ჩადებული. რა სერვისს სთავაზობს „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკის“ პროგრამა  მონაწილეებს?
გვანცა: „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკში“ ბავშვებს  მეტი შესაძლებლობა აქვთ, უფრო დეტალურად ჩაერთონ ფილმის გადაღების პროცესში. მოისმინონ სხვადასხვა კინოსპეციალისტების აზრი, გაიარონ ტრენინგები ფილმებთან და სცენარებთან დაკავშირებით. უტარდებათ ვორქშოპები და ასევე, პროფესიული ტრენინგები. ფაქტიურად, ეს პირველი ბანაკია, როდესაც ბანაკის პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ათი განსხვავებული მიმართულების პროფესიულ სწავლებას. ეს ძალიან საინტერესოა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ჩვენთვის და მათ შორის ლიდერებისთვისაც.
თამთა: თუმცა, გამოვყოფ იმას, რომ ეს ბანაკი კონკრეტული მიმართულებით არის კინოხელოვნების ბანაკი და როგორც გვანცამ აღნიშნა, მონაწილეები უშუალოდ ჩართულები არიან ფილმის კეთების პროცესში. რადგან კინო ისედაც სინთეზურია და ძალიან მრავალ მიმართულებას მოიცავს, ბავშვები მეტნაკლებად ყველა სპეციფიკას ეცნობიან.
გვანცა: ძირითდად მაინც ეს განასხვავებს ამ ბანაკს წარმოდგენილი შვიდი ბანაკიდან, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს „საზაფხულო სკოლების“ ახალი პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროექტის ფარგლებში. ჩვენი ბანაკის უშუალო განმასხვავებელი ნიშანი ზუსტად ის არის, რომ მონაწილეებს აქვთ საშუალება, თვითონ შექმნან ფილმები იმ ფორმით, რომ გაიარონ ყველა ის ეტაპი, რასაც გადის ფილმის შექმნის პროცესი. მათ შორის იდეის გაჩენა, სცენარზე მუშაობა, როლების გადანაწილება, ლოკაციების განსაზღვრა, რეკვიზიტების შერჩევა და შემდეგ უკვე ფილმის გადაღება. ასევე, ჩვენს ბანაკში მოხვედრილ მონაწილეებს მონტაჟის სწავლის შესაძლებლობაც ეძლევათ. რის შემდეგაც მათ აქვთ საშუალება, ოთხ დღში შექმნილი ფილმი მეგობრებთან ერთად იხილონ უკვე დიდ ეკრანზე.



_ „კაჭრეთი - 2017 კინოხელოვნების ბანაკს“ მასპინძლობს კოლეჯი „აისი“. რამდენად შესაფერისი გარემო პირობებია  ამ ლოკაციაზე პროგრამის სხვადასხვა აქტივობების  წარმატებულად განხორციელების თვალსაზრისით და გაქვთ თუ არა შესაბამისი აპარატურა ხარისხიანი ფილმების გადასაღებად?
გვანცა: ჩვენ რომ არ გვქონოდა ისეთი ფანტასტიური  გარემო, რაც არის კოლეჯ „აისში“, ასეთ სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდით. აქ არის სპეციალიზაციის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი გარემო პირობები და ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვცდილობთ ვისარგებლოთ ამ ყველაფრით. კოლეჯის ადმინისტრაციაც გვაძლევს ამის საშუალებას, გამოვიყენოთ ის აღჭურვილობა, რაც ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. კოლეჯის ბაზა რომ ამ დონეზე აღჭურვილი არ ყოფილიყო, ეს ძალიან გაართულებდა სამუშაო პროცესს და იმ შედეგის მიღწევას, რა შედეგზეც გავედით ახლა... და ის, რაც აქ ხდება, თითოეული მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან სადღაც, კახეთის ერთერთ სოფელში არის ასეთი მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაზა, ეს არის მოტივაცია იმისთვის, რომ ე. ი. შესაძლებელია, სოფელშიც  შეიქმნას რაღაც ახალი და საინტერესო. და რომ მარტო თბილისი არ არის საქართველო, და ყველაფერი მნიშვნელოვანი მარტო თბილისში არ უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა ძალიან შეუწყო ხელი,  ინფორმაცია კოლეჯ „აისის“ შესახებ გაცილებით უფრო ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი. როდესაც სახელმწიფოს აქვს ასეთი სტრატეგიული ობიექტი, ეს უნდა იცოდეს მთელმა საქართველომ.
თამთა: მინდა აღვნიშნო, რომ კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა ჩვენს მიმართ, რაც გვეხმარება პროგრამაში გაწერილი აქტივობების შეუფერხებლად განხორციელებაში. ეს არის ზუსტად ის ურთიეთთანამშრომლობა და ჰარმონიული მუშაობა, რაც განსაზღვრავს წარმატებას.
გვანცა: პროექტმა საკმაოდ გაამართლა. მათ შორის, როგორც პროგრამულად, ისე სტრუქტურულადაც. ეს რა თქმა უნდა,  კოლეჯ „აისის“ დახმარებით და ხელშეწყობით მოხდა, ამდენს რომ მივაღწიეთ. პირადად ჩვენ, საკმაოდ მცირე  ინვენტარი გვაქვს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ მონაწილეები ფილმებს იღებენ ტელეფონებით. მონტაჟის პროგრამაც ჩვეულებრივ კომპიუტერებში გვაქვს ჩაწერილი და სწორედ ამ პროგრამაში ქმნიან ფილმებს ბავშვები ლიდერებთან ერთად. ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ უშუალოდ ვიდეო კამერასთან ვამუშაოთ მონაწილეები, ასევე, არ გვაქვს ხმის ჩამწერი აპარატურა და სამონტაჟო, თუმცა მონაწილეები ეცნობიან ამ ეტაპებს  და საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენა ექმნებათ იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ფილმი. თუმცა, როცა უშუალოდ კინოაპარატურასთან მუშაობს ადამიანი, ეს ბევრად მაღალ ხარისხს მოგვცემს კინოგანათლების თვალსაზრისით და მომავალში ალბათ იმ აპარატურასაც შევიძენთ და უფრო საინტერესოდ წარიმართება სამუშაო პროცესები.




         _ პროექტში ერთ-ერთ პუნქტად ჩადებულია პროფესიული განათლების ელემენტიც, ანუ მოსწავლეები პარალელურად 2 საათიანი პროგრამის ფარგლებში პროფესიულ მიმართულებებს ცნობიან. რამდენად საინტერესოა ეს მათთვის და განსაკუთრებით რომელი პროფესიებია აქტუალური?
გვანცა: პროფესიული ტრენინგები ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ეს ბანაკი ერთადერთია საქართველოში, სადაც მონაწილეებს სთავაზობენ ასეთ მრავალფეროვნებას. ასეთი მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი კაბინეტების ფონზე ამ ტრენინგების ჩატარება ძალიან საინტერესოა მონაწილეებისთვის. დღის ბოლოს, როცა აფასებენ განვლილ დღეს, გამოხატავენ თავიანთ შთბეჭდილებებს. უმრავლეს შემთხვევაში პროფესიული ტრენინგები არის ერთ-ერთი მათგანი, რაზეც მონაწილეები გამოხატავენ დიდ დაინტერესებას და ვფიქრობ, მათ აღმოაჩინეს, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ერთი შეხედვით სრულიად უინტერესო პროფესია. იგივე მეფუტკრეობა, ვეტერინარია, ელექტრიკოსობა და. ა.შ. ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ ყველაფერმა, რადგან ისინი პრაქტიკულად არიან ჩართულები პროცესებში.
თამთა: როგორც გვანცამ უკვე აღნიშნა, ძალიან ბევრ მონაწილეს გაუჩნდა სურვილი, კონკრეტული პროფესიული მიმართულებით სწავლის გაგრძელების, რადგან, როცა უშუალოდ აქვთ შეხება პროფესიებთან, მის ხიბლსაც ადვილად აღიქვამენ და როცა ადგილობრივ ბაზასაც ეცნობიან, ხვდებიან, რომ ძალიან დიდი შანსი აქვთ, მომავალში სწორედ აქ გააგრძელონ სწავლა კონკრეტულ სპეციალობებზე.



_ უკვე 500-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ გაიარა „კინოხელოვნების ბანაკის“ ერთკვირიანი პროგრამა. თქვენ მათთან უშუალო შეხება გაქვთ. მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს ის აქტივობები, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ?
გვანცა: იმ ყველაფრის გარდა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, პროგრამის ფარგლებში ვთავაზობთ ფოტოგრაფიის ვორქშოპს. მოწვეული სტუმრები ერთ საათიან ფოტოგრაფიის ვორქშოპს უტარებენ მონაწილეებს. შემდეგ უკვე აძლევენ პრაქტიკულ დავალებას, რომლის ფარგლებში მონწილეები იღებენ ჟანრობრივად განსხვავებულ სურათებს. ცხადდება კონკურსი, როგორც ფეისბუქის გვერდზე ლაიქების საშუალებით, ასევე ჩვენც, ჟიურის წევრები, ვცდილობთ წამახალისებელი სერთიფიკატებით დავაჯილდოვოთ საუკეთესო ფოტოების ავტორები. მონაწილეებს ასევე, შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად კინოხელოვნების წარმომადგენლები არიან. სტუმრების მიერ გაწერილი პროგრამა არანაკლებ საინტერესოა, ვინაიდან ბავშვებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ, პირისპირ შეხვდნენ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან იცნობდნენ. ძალიან მოსწონთ მათთან ურთიერთობა და რჩევების მიღება.

თამთა: ბავშვებს ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა დიდ მოტივაციას აძლევს. გამოვყოფ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რეჟისორს, რომელთან შეხვედრის შემდეგ ბევრმა მონაწილემ  გადაწყვიტა, რომ თავისი მომავალი კინოს დაუკავშიროს, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ის პროცესი, რომელიც ქალბატონმა ნანამ გაიარა ფილმების გადაღების დროს. ქალბატონი ნანას გარდა სტუმრად გვყავდნენ მსახიობი ია სუხიტაშვილი, პოეტი ცირა ბარბაქაძე და სხვები. მომავალშიც ვაპირებთ ცნობილი ადამიანების მოწვევას.

გვანცა: სტუმრების შერჩევაც მონაწილეების აზრების გათვალისწინებით ხდება. ჩვენი მიზანია, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და ზუსტად აქედან გამომდინარე შევარჩიოთ სტუმარი. ზოგს პოეზია აინტერესებს, ზოგს მსახიობის ცხოვრება და კინოს სპეციფიკა. შესაბამისად მაქსიმალურად, რამდენადაც ამის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ვცდილობთ მათთვის სასურველი სტუმარი მოვიწვიოთ.




_ რას გვეტყვით ლიდერების შესახებ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ბანაკის  მონაწილეებთან ერთად აქტივობების  განხორციელების პროცესში?

თამთა:  ლიდერის პოზიციაზე ტრენინგი გაიარა 35-მა მსურველმა და თითოეულ ნაკადზე მუშაობს 12 ლიდერი, რომლებიც სხვადასხვა ნაკადზე იცვლებიან. თუმცა, არიან ლიდერები, რომლებმაც უკვე მეექვსე ნაკადის ბავშვები გაუშვეს და მათი მუშაობის ხარისხი არ დაწეულა. როგორი ენერგიითაც დაიწყეს მუშაობა, ისეთივე ენერგიით აგრძელებენ დღმდე. ესენი არიან შოთა ცინცაძე და ნანკა ბალახაშვილი.  

გვანცა: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერი ყოველ დღე დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე მუშაობს და ვფიქრობდით, რომ ყველა ნაკადზე ერთი ადამიანის მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა, მათ  უწყვეტი რეჟიმით იმუშავეს და უკვე რეკორდი მოხსნეს. იგივე მოტივაციით და იგივე შემართებით მუშაობენ როგორც პირველ დღეს და ერთერთი საუკეთესო გუნდები ყავთ ყოველთვის, რაც ძალიან მისასალმებელია.



_ საცხოვრებელი გარემო პირობები და კვება. ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვმნელოვანი ელემენტია საბანაკე ცხოვრებაში. რას გვეტყვით ამის შესახებ. მოსწონთ თუ არა ბანაკის მონაწილეებს ის სერვისი, რომელსაც კოლეჯი „აისი“ სთავაზობს?
გვანცა: ოოო, კვების ობიექტი, ეს არის ბანაკის ყველა მონაწილისთვის ყველაზე საყვარელი ლოკაცია...
თამთა: მოიცა, ჯერ მე ვიტყვი და დავიწყებ მონაწილეებით. ერთი ბავშვიც კი არ გვყოლია, რომელსაც პრეტენზია ექნებოდა კვებასთან დაკავშირებით. ყველა აღვნიშნავთ მზარეულების აუწონავ შრომას იმ კუთხით, რომ ეს ადამიანები დილის 6 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ ჩვენთვის და დღის ნებისმიერ დროს რომ შევიდეთ, ზუსტად ისეთივე სასიამოვნო განწყობით არიან, როგორც დღის პირველ ნახევარში და ხარვეზები არ არსებობს ამ სფეროში. არიან ძალიან მოწესრიგებულები და საკვების ხარისხიც უმაღლესია. უგემრიელეს საჭმელებს გვიმზადებენ.
გვანცა: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერი საკვები მზადდება ადგილზე, კოლეჯ „აისში“. ყველაფერი, რაც განკუთვნილია საკვებისთვის, არის ადგილობრივი, ამავე ბაზაზე მოყვანილი. მენიუ ყოველდღე განსხვავებულია და როდესაც ერთი და იგივე კერძი სხვა დღესაც მეორდება, იმდენად განსხვავებული და გემრიელია, რომ უბრალოს ვერ აღვწერ. ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი პროფესიონალიზმისთვის.


         _ როგორ ფიქრობთ, რატომ არის კარგი საზაფხულო ბანაკი ბავშვებისთვის, რა უნარ-თვისებებს გამოიმუშავებენ ისინი და როგორ აისახება ეს მათ მომავალზე?

თამთა: საზაფხულო ბანაკები ძალიან ბევრ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს ბავშვებს იმ კუთხით, რომ პირველ რიგში სწავლობენ კომუნიკაციას, გუნდურობას, ფილმზე მუშაობის პროცესში ეცნობიან როგორც კულტურულ, ასევე შემოქმედებით მხარეებს, იღებენ განათლებას, ჩართულები არიან საბანაკე თამაშებში, ერთობიან  და როცა იწურება ბანაკში ყოფნის ვადა, წასვლა აღარ უნდათ. გული სწყდებათ, ეს ყველაფერი რომ სრულდება.



_ „საზაფხულო სკოლების“ ახალი პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, რომ შემდეგ ზაფხულს უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელდეს. რა გამოცდილება შეგძინათ ამ პროექტმა და რას გაითვალისწინებთ სამომავლოდ?
თამთა: სამომავლოდ ვისურვებდი, რომ გაიზარდოს ის ინვენტარი რაც კინოგადაღებისათვის არის საჭირო, რათა უფრო ღრმად გაიცნონ ბავშვებმა კინოს სპეციფიკა და უფრო საფუძვლიანად მოხდეს ყველა ნიუანსის შესწავლა. თუნდაც საშუალება ქონდეთ კინოკამერასთან მუშაობის, მონტაჟის, გაეცნონ განათებისა და ხმის ჩაწერის სპეციფიკას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეც მოხდება, რადგან ამ პროექტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც მონაწილეებში, ასევე ლიდერებში. და თუ მართლაც გაიზრდება დაფინანსება, პროგრამაც შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი დაიგეგმება. თუმცა, ახლანდელი რესურსის პირობებშიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს პროცესები და ბავშვები დიდი დატვირთვით არიან ჩართულები.



_ რას უსურვებთ მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა „კაჭრეთი 2017 კინოხელოვნების ბანაკში“ და რას ურჩევთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ წინ ელოდება ეს ფანტასტიკური დღეები?
გვანცა: საერთოდ ყველა ახალგაზრდას და მათ მშობლებს ვურჩევ, გაუშვან ბავშვები საზაფხულო ბანაკებში. ეს მათ შვილებს შესძენს ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას და განათლებას. გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები და მოტივირებულები და შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებლად მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები მომავალში და თვითონ წარმართონ საკუთარი ცხოვრება.
თამთა: აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კოლეჯ „აისის“ თანამშრომლებს, რომლებსაც ძალიან დიდი ძალისხმევა აქვთ ჩადებული და თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს უმაღლეს დონეზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბანაკელის სახელით  კოლეჯის ადმინისტრაცის წარმომადგენლებს იმ თანადგომისა და ყურადღებისათვის რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ.
_ დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს.

თმარ გეთიაშვილი
საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“