Wednesday, May 21, 2014

ახალი სასწავლო წელი კოლეჯ „აისში“



19 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯაისშიკიდევ ერთხელ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ახალი პროფესიული ჯგუფებისათვის. მზარეულის, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების და სისტემების, მეფილე-მომპირკეთებლის, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის, ტრაქტორისტ-მემანქანის, თექის ხელოსნის, დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტის სპეციალობის სტუდენტებმა დღეს პირველად შეაბიჯეს კოლეჯაისისაუდიტორიებში. კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ნათელა პაპუნაშვილმა სტუდენტებს გულთბილად მიულოცა სწავლის დაწყება და ყველას წარმატებები უსურვა სწავლასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტებმა გაიარეს წარმატების ხიდზე და ჰიმნის თანხლებით აღმართეს საქართველოს დროშა. ჰიმნის დასრულების შემდეგ კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყო. თუმცა, მანამდე იყო საზეიმო ტორტის გაჭრა, რომელიც გემრიელად მიირთვეს სტუდენტებმა და კოლეჯში მოწვეულმა სტუმრებმა.










1 comment:

  1. სტუდენტებო, გილოცავთ სწავლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete