Sunday, August 25, 2019

2019 წლის საშემოდგომო მიღება

2019 წლის საშემოდგომო მიღების შესახებ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას!

სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
გაიცემა სახელმწიფო  დიპლომი!

კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.


კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაციის დაიწყება 2 ოქტომბერს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.

კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი:
კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
  • მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 25 თვე) - დუალური
  • ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება  (ხანგრძლივობა 32 თვე) - დუალური
  • მეფუტკრე - III საფეხური (ხანგრძლივობა 12,5 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
  • ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
  • ელექტროობა - III დონე  (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების მიმართულება:
  • თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • ტუროპერატორი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
  • ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების მიმართულება:
  • თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • თმისა და სილამაზის მომსახურება  - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული მიმართულება:
  • სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
  • იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 15 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
  • თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • მომინანქრება - III დონე  (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • თმისა და სილამაზის მომსახურება  - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

შენიშვნა: IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს სრული ზოგადი განათლების  (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი, III დონის და საფეხურის სპეციალობებზე საკმარისია საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი.

კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. კოლეჯ „აისში“  (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში: http://www.mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
4. შესაძლებელია ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმის გამოყენება https://vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.

კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში.

კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება.

კითხვა: როდის ტარდება პროფესიული ტესტირება?
პასუხი: პროფესიული ტესტირება ჩატარდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ 2 კვირის ვადაში. პრეტესტი ჩატარდება 26 ოქტომბერს, გამოცდა ჩატარდება 27 ოქტომბერს.

კითხვა: სად ტარდება პროფესიული ტესტირება?

პასუხი: პროფესიული ტესტირება ტარდება კოლეჯ „აისში“ ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს  ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.

კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:

აგრარული მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
  • ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია).
ინჟინერიის მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი;
  • ტესტი მათემატიკაში.
ხელოვნების მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • სივრცითი უნარების ტესტი;
  • ტესტი ხელოვნებაში.
ინფორმაციული ტექნოლოგის სპეციალობისთვის:
  • საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
  • ტესტი უცხო ენაში (არჩევით).

კითხვა: სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?
პასუხი: ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi
ან https://naec.ge/#/ge/post/1691

ტესტის ნიმუშები:

კითხვა: რა ხდება ტესტირების შემდეგ?
პასუხი: ტესტირების ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რანჟირების დოკუმენტი, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).

კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი:კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი განცხადება თუ პირი სრულწლოვანია (და თუ პირი არასრულწლოვანია მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის განცხადება).









დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (0) 790 110 120

P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!

P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!

გისურვებთ წარმატებას!