Wednesday, September 3, 2014

ღვინის სახლი



         2011 წლის დასაწყისში კოლეჯ ,,აისში’’ გაიხსნა ღვინის სახლი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით. 





პირველ სართულზე დამონტაჟებულია ღვინის ჩამოსასხმელი აპარატურა.


უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები


ღვინის ჩამომსხმელი დანადგარი


ჩაჩის ღუმელი
ენოთეკა


მეორე სართული განკუთვნილია ღვინის დეგუსტაციისათვის.


სადეგუსტაციო ოთახი

       ღვინის სახლის დანიშნულებაა კოლეჯ ,,აისში’’ მეღვინეობისა და მევენახეობის სპეციალობის სტუდენტების მომზადება. 














       ღვინის სახლი ასევე ემსახურება გაეროს განვითარების პროგრამით ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების ცენტრში გაწევრიანებულ ფერმერებს ღვინო-მასალის ჩამოსხმაში, სასაქონლო სახის მიცემაში. ასევე, დაინტერესებული პირები იღებენ უფასო კონსულტაციას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზება.





























Tuesday, September 2, 2014

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო


          ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო კოლეჯ ,,აისის’’ ბაზაზე 2009 წლის 6 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამისა და რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით გაიხსნა.

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმოს კორპუსი

          საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატებით. აქ არის ხილ-ბოსტნეულის სარეცხი დანადგარი, ქილების სარეცხი აბაზანა, ვაკუუმ-აპარატი _ ხარშვისათვის, ავტოკლავი _ სტერილიზაციისათვის, ხილისა და ბოსტნეულის გამხეხი აპარატი, ჩამომსხმელი (დოზატორი) და ქილების დამხუფი აპარატი. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2010 წლის გაზაფხულზე გაიხსნა 18 ტონა ტევადობის მაცივარი.
























          ხილის-ბოსტნეულის საწარმოს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა. პირველი ის, რომ ფერმერს ჰქონდეს საშუალება, გადაამუშაოს ნედლეული, თავის პროდუქციას მისცეს სასაქონლო სახე და გაყიდოს. მეორე დატვირთვა არის ის, რომ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ  საწარმოში პარალელურად არსებობს სასწავლო ბაზა. გაერომ ამ განხრით დანერგა პროფესიული გადამზადების კურსები, მსმენელები სწავლასთან ერთად აქვე გადიან საწარმოო პრაქტიკას. 





          საწარმოში მზადდება 15-20 სახეობის პროდუქტის ასორტიმენტი: ხილფაფები, ჯემები, მურაბები, მარინადები და სასაუზმე კონსერვები.