სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“
ელექტრიკოსის სპეციალობის სტუდენტი
გიორგი ჩოხადარი
მე ვარ გიორგი
ჩოხადარი, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ ელექტრიკოსის სპეციალობის სტუდენტი.
ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის
დასრულებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ გადავწყვიტე პროფესიული
განათლების მიღება. მოვისმინე ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ შესახებ და წავიკითხე
იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც კოლეჯი ახორციელებდა. ჩემი ყურადღება მიიქცია
ელექტრიკოსის სპეციალობამ, რადგან ბავშვობიდან მაინტრესებს ეს სფერო. ბევრი აღარ მიფიქრია
და დავრეგისტრირდი კოლეჯ „აისის“ ელექტრიკოსის მესამე საფეხურის
სპეციალობაზე, რათა სრულყოფილად შემესწავლა ელექტრონული მოწყობილობებისა და დანადგარების
მონტაჟი.
უკვე ხუთი თვეა რაც კოლეჯში ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ ჩემმა მოლოდინმა
გაამართლა. ძალიან კარგი, განათლებული და თავისი საქმის საუკეთესოდ მცოდნე პედაგოგები მასწავლიან. მათმა
ცოდნამ და გამოცდილებამ ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი
როლი შეასრულა. ბევრი რამ შევისწავლე
და უკვე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე გავაკეთო ნებისმიერი ტიპის მონტაჟი.
მინდოდა, ყველასთვის
მეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელექტრობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამავე
დროს, მომეხდინა ჩემი ცოდნის დემონსტრირება, რათა ყველას ენახა რამდენი რამის სწავლა
შეიძლება პროფესიულ განათლებაში ძალიან მოკლე პერიოდში. ამისათვის გავაკეთე შენობის მინი
მაკეტი, სადაც ელექტრომონტაჟის დროს გამოვიყენე
მიმდევრობითი, პარალელური და კომბინირებული შეერთების ელემენტები. ჩემს მიერ
მომზადებული შენობის მაკეტი სრულიად შეესაბამება კონსტრუქციულ და დიზაინერულ მოთხოვნებს.
მომავალში ვაპირებ
ელექტრიკოსის სპეციალობის შემდგომი საფეხურების გავლას, რათა უფრო გავიღრმავო ცოდნა
და გამოცდილება.
15 მარტი, 2016 წელი
No comments:
Post a Comment