Wednesday, September 3, 2014

ღვინის ლაბორატორია


          2013 წლის 6 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ ''აისში'' გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა კოლეჯ ''აისის'' ინიციატივით და GIZ-ის ''კერძო სექტორის განვითარება საქართველოში'' პროგრამის (GIZ PSDP Geo)  მხარდაჭერით.





             საზოგადოებრივ კოლეჯ ''აისის'' მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქვთ მათი თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობაკოლეჯ ''აისის'' ღვინის ლაბორატორიაში შექმნილია საუკეთესო გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული პროფესიული განათლების უკეთესი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კერძო სექტორის ჩართულობით.





       გარდა ამისა, კოლეჯ ''აისის'' ღვინის ლაბორატორია ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.




კოლეჯ ''აისის'' ღვინის ლაბორატორიის ღვინის ხარისხის კონტროლისთვის რეკომენდირებულ პაკეტში შედის:  
1. ხვედრით წონა
2. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა
3. პოტენციური მოცულობითი სპირტშემცველობა
4. pH
5. ტიტრული მჟავიანობა (ღვინის მჟავაზე გადაანგარიშებით)
6. აქროლადი მჟავები ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით
7. SO2 _ საერთო
8. SO2 _ თავისუფალი
9. შაქრების მასური კონცენტრაცია
10. საერთო ექსტრაქტი
11. დაყვანილი ექსტრაქტი
12. რკინა
13. სპილენძი
14. გლუკოზა
15. ფრუქტოზა
16. ვაშლმჟავა
17. რძემჟავა
18. ღვინომასალის საცდელი გაწებვა
19. ღვინომასალის და ღვინის მდგრადობაზე შემოწმება




























No comments:

Post a Comment