Friday, May 23, 2014

პროექტი: „Everybody smiles in the same Language”


 
საზოგადოებრივ  კოლეჯ „აისში“ 21 მაისიდან სტუმრად იმყოფებიან ქართველი, ლიტველი, უკრაინელი, ესტონელი და თურქი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში: Everybody smiles in the same Language”. პროექტის მონაწილეებისთვის მიმდინარეობს ტრენინგები ინგლისურ ენაზე, რომელსაც ქართველი და ლიტველი ტრენერები უძღვებიან. პროექტის ფარგლებში მონაწილეები იღებენ ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის სტერეოტიპი, საიდან მოდის ის და არის თუ არა კავშირი ცრურწმენასა და სტერეოტიპს შორის. მონაწილეები მუშაობენ პროექტის დამახასიათებელი მხატვრული ნამუშევრების შექმნაზე და დგაენ ფლეშმობს. ეს არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და დგამს საინტერესო სცენას, აც იპყრობს ხალხის ყურადღებას. ეს ყველაფერი ნაჩვენები იქნება 26 მაისს, ქალაქ გურჯაანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფერადი სახლი“, რომელიც დაარსდა 2012 წელს კახეთის რეგიონში.








3 comments:

  1. სიამოვნებით დავაგემოვნებდი მათ სამზარეულოებს! ;)

    ReplyDelete
  2. მე მაქვს მათი ნაჩუქარი შოკოლადები და 27 მაისს გაგიმასპინძლდები!

    ReplyDelete