Thursday, October 1, 2015

ხელოვნების სასახლე

       2014 წლის გაზაფხულზე  საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლის მშენებლობას, რომელიც  2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

ხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორია
    კეთილმოეწყო ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც.  კოლეჯის სასწავლო კორპუსიდან სასახლისკენ მიმავალ გზაზე დაიგო 110 მეტრიანი ქვის ბილიკი, რომლის გასწვრივ დაირგო კვიპაროსები. სასახლის გარშემო გაშენდა ყვავილების ბაღი.

ქვის ბილიკი ხელოვნების სასახლემდე
ყვავილების ბაღი



   ხელოვნების სასახლე იქნება არა მარტო კოლეჯაისისსახელოვნებო მიმართულებების სტუდენტების სწავლა-განათლების ადგილი, არამედ, აქ მოეწყობა ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი კუთხეები, გაიმართება კონკურსები, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და საინტერესო შეხვედრები, რაც პროფესიულ განათლებას გახდის კიდევ უფრო პერსპექტიულს და ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას


ხელოვნების სასახლის აივანი
ხელოვნების სასახლის შიდა ხედი 



    საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ახორციელებს ყველაზე დასაქმებად პროფესიებს ხელოვნების მიმართულებით:
1. მემინანქრე
2. მხატვარ-შემსრულებელი

3. კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი 

4. დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

5. თექის ხელოსანი


ხელოვნების მიმართულების სპეციალობები, რომლებიც ისწავლება კოლეჯ „აისში“


Tuesday, September 30, 2014

კვების ბლოკი

      2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კოლეჯში დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვების ბლოკი, რომელიც ფაქტიურად მზარეულის სპეციალობის სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობის ბაზაა და ასევე გამოიყენება სტუდენტების, თანამშრომლებისა და ტრენიგის მონაწილეთა  კვებისთვის. 
















Friday, September 12, 2014

ფუტკრის სახლი

      
2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქრურის განვითარების სააგენტოს დახმარებით სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მეფუტკრეობის სპეციალობის უკეთ შესწავლის მიზნით აშენდა ფუტკრის სახლი. 



კოლეჯ „აისის“ ბაზაზე ასევე არსებობს  საფუტკრე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ხელსაწყო-იარაღებით: ციბრუტი, სანთლის სახდელი, ასტამი, საბოლებელი, პირბადეები, ხელოვნური ფიჭის ჩასაკვრელი, სადედე გალია, სანაყრე გალია, რომელშიც შედის  დაახლოებით 60 ძირი სკა. აქვე არის მცირე საამქრო, სადაც ხდება სკებისა და  ჩარჩოების დამზადება.   























საფუტკრე მეურნეობა  წარმოადგენს კოლეჯში მეფუტკრის სპეციალობის სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ძირითად ობიექტს. 






ფუტკრის ნაყარი

ფიჭა


Tuesday, September 9, 2014

მეცხოველეობის ფერმა

    კოლეჯ ,,აისში’’ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)  და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (SDC) 2012 წლის ნოემბერში აშენდა მეცხოველეობის ფერმა, რომლის მიზანია, უნარების განვითარება შემოსავლების გენერირებისა და დასაქმებისთვის. 

























მეცხოველეობის ფერმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი.




































































































































































Saturday, September 6, 2014

მარანი

კოლეჯ „აისში“ 2011 წელს სტუდენტების მიერ აშენდა ტრადიციული მარანი. 



































































მარანში არის ორასწლოვანი საწნახელი.


























საწნახელში ყოველ წელს იწურება კოლეჯის ბაზაზე გაშენებულ ვენახში დაკრეფილი ყურძენი


მარანში არის ასწლოვანი ქვევრები...
























და კიდევ... ღვინო, ყველი, პური და კეთილი გული...