2019 წლის საშემოდგომო მიღების შესახებ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას!
სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
გაიცემა სახელმწიფო დიპლომი!
სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
გაიცემა სახელმწიფო დიპლომი!
კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.
კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაციის დაიწყება 2 ოქტომბერს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.
კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი:
კაჭრეთში:
აგრარული
მიმართულება:
- მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 25 თვე) - დუალური
- ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (ხანგრძლივობა 32 თვე) - დუალური
- მეფუტკრე - III საფეხური (ხანგრძლივობა 12,5 თვე)
ინჟინერიის
მიმართულება:
- ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების
მიმართულება:
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
- ტუროპერატორი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის
მიმართულება:
- ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების
მიმართულება:
- თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული
მიმართულება:
- სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
ინჟინერიის
მიმართულება:
- იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 15 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
ალვანის ფილიალში:
ხელოვნების
მიმართულება:
- თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
- მომინანქრება - III დონე (ხანგრძლივობა 12 თვე)
- თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
შენიშვნა: IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს სრული ზოგადი განათლების (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი, III დონის და საფეხურის სპეციალობებზე საკმარისია საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი.
კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. კოლეჯ „აისში“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში: http://www.mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
4. შესაძლებელია ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმის გამოყენება https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში.
კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება.
კითხვა: როდის ტარდება პროფესიული ტესტირება?
პასუხი: პროფესიული ტესტირება ჩატარდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ 2 კვირის ვადაში. პრეტესტი ჩატარდება 26 ოქტომბერს, გამოცდა ჩატარდება 27 ოქტომბერს.
კითხვა: სად ტარდება პროფესიული ტესტირება?
პასუხი: პროფესიული ტესტირება ტარდება კოლეჯ „აისში“ ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.
კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:
აგრარული მიმართულების სპეციალობებისთვის:
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
- ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია).
- მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი;
- ტესტი მათემატიკაში.
- სივრცითი უნარების ტესტი;
- ტესტი ხელოვნებაში.
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
- ტესტი უცხო ენაში (არჩევით).
კითხვა: სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?
პასუხი: ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi
ან https://naec.ge/#/ge/post/1691
ტესტის ნიმუშები:
- საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
- მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი
- სივრცითი უნარების ტესტი
- საკანცელარიო უნარების ტესტი
- უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)
- მათემატიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- ფიზიკა
- ხელოვნება
კითხვა: რა ხდება ტესტირების შემდეგ?
პასუხი: ტესტირების ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რანჟირების დოკუმენტი, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).
კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი:კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი განცხადება თუ პირი სრულწლოვანია (და თუ პირი არასრულწლოვანია მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის განცხადება).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (0) 790 110 120
P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!
P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!
გისურვებთ წარმატებას!