Tuesday, July 25, 2017

კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

აგრარული მიმართულება:
ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი
მზარეული
მევენახეობა-მეღვინეობა
მეღვინე
ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი
მეფუტკრე
მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი)
მეცხოველეობა (საწარმოში)
მევენახეობა-მეღვინეობა (საწარმოში)

ინჟინერიის მიმართულება:
დურგალი
სავალი ნაწილის ტექნიკოსი
ძრავის შემკეთებელი
ტრაქტორისტ-მემანქანე
ფილამწყობი
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
სისტემების ადმინისტრატორი

ჯანდაცვის მიმართულება:
ფარმაცევტის თანაშემწე
ექთნის თანაშემწე
პრაქტიკოსი ექთანი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
ფერმერი
ბუღალტერ-ტექნიკოსი

პერსონალური სერვისები
ტუროპერატორი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
სასტუმრო საქმის სპეციალისტი

ხელოვნების მიმართულება:
მემინანქრე
მხატვარ-შემსრულებელი
კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი
დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
თექის ხელოსანი
თმის სტილისტი





Sunday, July 23, 2017

კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;


საკონტაქტო ინფორმაცია: გურჯაანი, კაჭრეთი
https://www.facebook.com/images/emoji.php/v7/f22/1/16/260e.png (0) 790 110 120



პროფესიული ტესტირების ნიმუშები

გთავაზობთ პროფესიული ტესტირების ნიმუშებს:


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებელი ტესტები მიმართულებების მიხედვით:


Thursday, July 13, 2017

„აისის“ საზაფხულო სკოლა - 2017 - „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად!“


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საზაფხულო სკოლების ახალი პროგრამის დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად პროექტი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ 9 ივლისს გაიხსნა და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კოლეჯი „აისი“ 1500 ბენეფიციარს მიიღებს ათ ნაკადად. თითოეულ ნაკადზე სხვადასხვა  რეგიონის 150 მოსწავლე იქნება ჩართული.



        კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში და წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. თეორიული სწავლების კორპუსი აღჭურვილია  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კაბინეტ-ლაბორატორიებით, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. პრაქტიკული სწავლების კორპუსში კი განლაგებულია პრაქტიკული მეცადინეობის ბაზები, რომლებიც ასევე აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიური დანადგარებით.


             გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“  აქვს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვილი სტუდენტთა პანსიონი, რომელიც გათვლილია 300 სტუდენტსა და 70 სტუმარზე.



ასე, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ყველა სახის თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა უზრუნველყოფილი, რაც შესაძლებელს ხდის, ორი თვის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 1500-მდე მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ კარგად დაისვენოს და აქტიურად ჩაერთოს სპორტულ, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში.


 „აისის“ საზაფხულო სკოლა სხვა საზაფხულო ბანაკებისგან განსხვავდება იმით, რომ მოსწავლეები ბანაკის მიერ შემუშავებული პროგრამის გარდა კოლეჯაისისპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც გაეცნობიან. ეს ხელს შეუწყობს მოზარდების თვითგამორკვევას. კონკრეტული პროფესიებისადმი მათ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბდებათ საკუთრი დამოკიდებულება, სხვადასხვა პროფესიების სიყვარული და მომავალში ადვილად შეძლებენ  არჩევანის გაკეთებას მათთვის სასურველი პროფესიის სასარგებლოდ.

გაგაცნობთ იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები კოლეჯაისისპედაგოგებთან და მათ დამხმარე სტუდენტ-ასისტენტებთან ერთად გაეცნობიან ზაფხულის განმავლობაში: მეღვინე, მეღვინეობა-მევენახეობა, მეფუტკრე, ელექტრიკოსი, მზარეული, დურგალი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი და პრაქტიკოსი ექთანი.



„აისის“ საზაფხულო სკოლის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა გახლათ ის, რომ კოლეჯის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად მათი წარმატებული სტუდენტებიც არიან ჩართულები, რომლებიც  ეხმარებიან მასწავლებლებს სწავლების პროცესის ასისტირებაში. ამ ინიციატივის მიზანია, სტუდენტ-ასისტენტებისთვის სწავლების პროცესებთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც ქმნის მათი შემდგომი წარმატებული კარიერის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.