Thursday, July 10, 2014

პროექტი: „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კუთხით“

          9 და 10 ივლისს კოლეჯ „აისში“ ხრიდოლის აკადემიის (ჯანსაღი ახალგაზრდობა) პრეზიდენტის დავით გულბანის პროექტის  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კუთხითფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ სტუდენტები თბილისისა და სამცხე-ჯავახთის უმაღლესი სასწავლებლებიდან. 

         მათ მოისმინეს თეორიული ლექციები მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებლის და ვეტერინარის სპეციალობებში, მოინახულეს კოლეჯის აგრარული მიმართულების სპეციალობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები და დაესწრნენ კოლეჯ „აისისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მოკლევადიან საზაფხულო კურსების სტუდენტების პრაქტიკის გაკვეთილებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. 


       სტუმრებმა თავადაც მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ მეცადინეობებში. 


       პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია. 


       საღამოს სტუმრების საპატივსაცემოდ გაიმართა ღონისძიება, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც მასპინძელმა სტუდენტებმა, ასევე სტუმრებმა.