Sunday, August 25, 2019

2019 წლის საშემოდგომო მიღება

2019 წლის საშემოდგომო მიღების შესახებ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას!

სსიპ კოლეჯ „აისში“ სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
გაიცემა სახელმწიფო  დიპლომი!

კითხვა: სად მდებარეობს კოლეჯი აისი?
პასუხი: კოლეჯი „აისი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი. http://collegeaisi.ge/page/kontaqti
გარდა ამისა, კოლეჯ „აისს“ კახეთის რეგიონში აქვს სამი ფილიალი:
1. დედოფლისწყაროს ფილიალი - სოფელ სამრეკლოში;
2. ლაგოდეხის ფილიალი - სოფელ შრომაში;
3. ალვანის ფილიალი - სოფელ ქვემო ალვანში.


კითხვა: როდის იწყება რეგისტრაცია კოლეჯ „აისში“ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი: რეგისტრაციის დაიწყება 2 ოქტომბერს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.

კითხვა: რომელ პროგრამებზე განხორციელდება აპლიკანტების რეგისტრაცია 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე?
პასუხი:
კაჭრეთში:
აგრარული მიმართულება:
  • მევენახეობა-მეღვინეობა - V დონე (ხანგრძლივობა 25 თვე) - დუალური
  • ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება  (ხანგრძლივობა 32 თვე) - დუალური
  • მეფუტკრე - III საფეხური (ხანგრძლივობა 12,5 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
  • ინფორმაციის ტექნოლოგია - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)
  • ელექტროობა - III დონე  (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების მიმართულება:
  • თმისა და სილამაზის მომსახურება - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • ტუროპერატორი - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

დედოფლისწყაროს ფილიალში:
ინჟინერიის მიმართულება:
  • ელექტროობა - III დონე (ხანგრძლივობა 9,5 თვე)
ხელოვნების მიმართულება:
  • თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • თმისა და სილამაზის მომსახურება  - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ლაგოდეხის ფილიალში:
აგრარული მიმართულება:
  • სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
ინჟინერიის მიმართულება:
  • იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 15 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

ალვანის ფილიალში:
ხელოვნების მიმართულება:
  • თექის ოსტატი - III საფეხური (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • მომინანქრება - III დონე  (ხანგრძლივობა 12 თვე)
  • თმისა და სილამაზის მომსახურება  - III დონე (ხანგრძლივობა 10,5 თვე)
ტურიზმის მიმართულება:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი  - V საფეხური (ხანგრძლივობა 17 თვე)

შენიშვნა: IV და V დონის სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს სრული ზოგადი განათლების  (ე.წ. სკოლის დამთავრების) ატესტატი, III დონის და საფეხურის სპეციალობებზე საკმარისია საბაზო ზოგადი განათლების (ე.წ. მე–9 კლასის) ატესტატი.

კითხვა: სად შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
პასუხი: აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ:
1. კოლეჯ „აისში“  (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი) http://collegeaisi.ge/
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში: http://www.mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo
4. შესაძლებელია ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმის გამოყენება https://vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.

კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლისთვის?
პასუხი: რეგისტრაციის გავლისთვის საკმარისია, აპლიკანტმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში.

კითხვა: რა ხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
პასუხი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება.

კითხვა: როდის ტარდება პროფესიული ტესტირება?
პასუხი: პროფესიული ტესტირება ჩატარდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ 2 კვირის ვადაში. პრეტესტი ჩატარდება 26 ოქტომბერს, გამოცდა ჩატარდება 27 ოქტომბერს.

კითხვა: სად ტარდება პროფესიული ტესტირება?

პასუხი: პროფესიული ტესტირება ტარდება კოლეჯ „აისში“ ან რეგისტრაციის დროს აპლიკანტის მიერ მითითებულ რაიონში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

კითხვა: სად და როგორ ხდება საგამოცდო ბარათის აღება?
პასუხი: საგამოცდო ბარათი აპლიკანტს შეუძლია აიღოს იმავე დაწესებულებაში, სადაც რეგისტრაცია გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს  ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება მისამართი და ტესტირების ინდივიდუალური საათი.

კითხვა: რა სახის ტესტები ბარდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
პასუხი: ტესტირება ჩატარდება:

აგრარული მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
  • ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია).
ინჟინერიის მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი;
  • ტესტი მათემატიკაში.
ხელოვნების მიმართულების სპეციალობებისთვის:
  • სივრცითი უნარების ტესტი;
  • ტესტი ხელოვნებაში.
ინფორმაციული ტექნოლოგის სპეციალობისთვის:
  • საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
  • ტესტი უცხო ენაში (არჩევით).

კითხვა: სად შეიძლება ვნახო ტესტის ნიმუშები?
პასუხი: ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
http://collegeaisi.ge/page/testis-nimusebi
ან https://naec.ge/#/ge/post/1691

ტესტის ნიმუშები:

კითხვა: რა ხდება ტესტირების შემდეგ?
პასუხი: ტესტირების ჩატარების თარიღიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან კოლეჯში იგზავნება რანჟირების დოკუმენტი, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც კოლეჯში სწავლის დასაწყებად მოიპოვეს დაფინანსება (ჩასარიცხ აპლიკანტთა სია).

კითხვა: ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აპლიკანტმა, რომ ჩაირიცხოს კოლეჯ „აისში“ და გახდეს სტუდენტი?
პასუხი:კოლეჯ „აისში“ ჩასარიცხად აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის ან დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი განცხადება თუ პირი სრულწლოვანია (და თუ პირი არასრულწლოვანია მშობლის ან კანონიერი წამომადგენლის განცხადება).









დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (0) 790 110 120

P.S. კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა!

P.S. P.S. კოლეჯ „აისს“ კაჭრეთში აქვს 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია ცხოვრება!

გისურვებთ წარმატებას!

Wednesday, April 25, 2018

სტუდენტების შთაბეჭდილებები პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის შესახებ

კოლეჯი „აისი“ იყო აქტიური მონაწილე იმ პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის, რომელიც 19 აპრილს გაიმართა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. ფესტივალზე კოლეჯმა წარმოადგინა იმ პროფესიების სტენდები, რომელ პროფესიებსაც სთავაზობს საზოგადოებას. საგამოფენო სივრცეში გამოიფინა სტუდენტთა ნამუშევრები, რომლის ფონზე განხორციელდა სხვადასხვა ხასიათის აქტივობები. კოლეჯის სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროფესიების შესაძლებლობი. დარიგდა ბუკლეტები და სარეკლამო ფლაერები. გთავაზობთ კოლეჯ „აისის“ სტუდენტების შთაბეჭდილებებს პროფესიული განათლების ფესტივალის შესახებ.

მარი გოდერიძე  -  მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტი:
„ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი ჩვენი ჩვენი სპეციალობის მიმართ. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ ჩვენს მიერ დაყენებული ღვინოების დეგუსტაციის შესაძლებლობა, ასევე მათ მიიღეს ინფორმაცია ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.“

მარი გოდერიძე

ნიკა მახარაშვილი  -  ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებლის სპეციალობის სტუდენტი:
„სტუმრებმა სრული ინფორმაცია მიიღეს ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ წვენების და ჩირების მიმართ, რომლის ადგილზე დაგემოვნება ყველა მსურველს შეეძლო.“

ნიკა მახარაშვილი და დაინტერესებული სტუმრები

ნანუკა ჯაფოშვილი - ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის სტუდენტი:
„გამოფენაზე მოსული სტუმრების ინტერესი ძირითადად ეხებოდა ჩვენს მიერ გამოფენილ სამკურნალო მცენარეებს და მათ დანიშნულებას, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. რაც შეეხება ზოგადად ღონისძიებას, ველოდი რომ უფრო მეტი ადამიანი დაესწრებოდა და უფრო მეტი მოსწავლე იქნებოდა წარმოდეგენილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან. ვიმედოვნებ რომ მომავალში ეს პრობლემა გამოსწორდება.“

ნანუკა ჯაფოშვილი და მისი მეგობრები

ლიკა ბენაშვილი - თმის სტილისტის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩვენი პროფესიის ირგვლივ სტუმრები დაინტერესდნენ სწავლის პროცესებით. კერძოდ, სად მიმდინარეობს სწავლება, ფასიანია თუ არა და რა ხანგრძლივობისაა. დამსწრე საზოგადოებას შევთავაზეთ უფასო ვარცხნილობის გაკეთება. რამდენიმე სტუმარმა ისარგებლა ჩვენი სერვისით და ახალი ვარცხნილობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ჩემი აზრით, პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მივესალმები, თუ ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიებები“.

ლიკა ბენაშვილი და ელენე გაიპარაშვილი

ნანა ჭარაქაშვილი - ტუროპერატორის სპეციალობის სტუდენტი:
„საინტერესო და სახალისო ღონისძიება იყო და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ჩართულობა საზოგადოების მხრიდან.  რაც შეეხება დაინტერესებულ სტუმრებს, მათ მიიღეს ინფორმაცია ტუროპერატორის სპეციალობის უპირატესობების და სალაშქრო ინვენტარის მოხმარების წესების შესახებ.“

ნანა ჭარაქაშვილი და ტუროპერატორები

გიორგი გვიმრაძე - მზარეულის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დაინტერესება იყო ჩვენი სპეციალობის მიმართ. სტუმრების ინტერესი ძირითადად შეეხებოდა ამა თუ იმ ნედლეულის მექანიკური დამუშავების ტექნიკას და ასევე ჩვენს მიერ მომზადებული საჭმელების ინგრედიენტებს, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ყველა მსურველს ჰქონდა. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს სტუდენტებს სტიმულს მისცემს რომ უკეთესად ისწავლონ“.

გიორგი გვიმრაძე და მზარეულები სტუმრებისთვის ჰოთდოგებს ამზადებენ

ლევან შავლიაშვილი  -  მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტი:
„ჩემი აზრით, ბოლო დროს პროფესიული განათლება გასულ წლებთან შედარებით უფრო პოპულარული გახდა. იმისათვის, რომ ეს ტენდენცია ასე გაგრძელდეს, აუცილებელია, მსგავსი გამოფენების ხშირად მოწყობა როგორც  კოლეჯში, ისე კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს კოლეჯის მიერ შემოთავაზებული პროფესიების შესახებ, რაც გამოიწვევს მეტი დაინტერესბული ახალგაზრდის მოზიდვას ამ სფეროში.“

ლევან შავლიაშვილი ვიდეოს გადაღების პროცესში

აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „აისის“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები არა მარტო საკუთარი პროფესიების წარდგენაში, არამედ პიარ-აქტივობებში. ფოტოები გადაიღეს: შალვა აბრამიშვილმა (იხ. ფოტოები) და ნათია ტეტოშვილმა (იხ. ფოტოები), ვიდეო გადაიღო ლევან შავლიაშვილმა (იხ. ვიდეო).  

ინტერვიუ მოამზადა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალობის სტუდენტმა ჯონი წველებაშვილმა






Saturday, December 30, 2017

საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ ჩაერთო ვიშეგრადის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „აგრარული საგანმანათლებლო სტარტაპი სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ - LEPL Community College `AISI` Involved in Visegrad funded project: Agri-Edu Start-Up Boost

კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი აისიაქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტთან - აგრი-ედუ სტარტაპტის სტიმულირება სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისთვის“, რაც გულისხმობს აგრარული მიმართულების სტუდენტების ჩართვას  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.


პროექტი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე საშუალო სკოლის, კოლეჯებისა და ინსტიტუციების ტრანსფორმაციას ამ მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს, მეორადი პროფესიული განათლებისა და სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უფრო ინოვაციურ, გადამკვეთ და პრო-აქტიური სწავლისკენ. ასევე სტიმულს აძლევს  აგრო-ბიზნესის თანამშრომლობასთან. პროექტი ფინანსდება საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მიერ.


კოლეჯ „აისის“ სტუდენტების ორი  გუნდი მონაწილეობდა ამ პროექტში. მევენახეობა-მეღვინეობა და ტურიზმის მიმართულების. სტუდენტებმა საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს. გუნდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის მსვლელობისას.  გააკეთეს არა ერთი პრეზენტაცია. მათი სწავლების მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება იყო. სტუდენტებს გამოუმუშავდათ არა ერთი სასარგებლო და მეტად საჭირო უნარ-ჩვევა. კრიტიკული აზროვნება, პრობლემის რეალურად აღქმა და მისი გადაჭრის გზების ძიება, გუნდურობა, სხვისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, დროის მენეჯმენტი. მოტივაციას უმაღლებდათ უცხოელ ექსპერტებთან მუშაობა. მათი აზრის და გამოცდილების გაზიარება. ეს მათთვის ყველაზე დიდი სწავლების პრაქტიკა და გამოცდილება იყო, რაც კი მათ მანამდე ქონიათ.



დიდი მადლობა ყველას ვისაც ხელეწიფებოდა ამ პროექტის განხორციელება და სისრულეში მოყვანა. ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და თემის განვითარებისთვის.



LEPL Community College `AISI`
Involved in Visegrad funded project: Agri-Edu Start-Up Boost

Kachreti Community College `AISI` is collaborating with the agricultural development project – Agri-Edu Startup Boost: Agri Schools students Startups for Rural Innovations. 


This project supports transformation of agro and rural development oriented secondary schools, colleges and VET institutions. The project aim is to move secondary vocational education and  school students toward more innovate, cross-cutting and pro-active learning formula and to initiate co-operation with agri-businesses. Project has been awarded funding by the International Visegrad Fund.


There are two groups of students who have  participated  in this project: Vine-grower/Wine-maker students and Tourism direction. The students presented quite interesting and innovative projects. The teams were actively involved in during the project. They made presentations. The method of teaching was a problem-based learning. Students have developed not only one useful but some very useful skills. Critical thinking, realizing the problem and searching for ways to solve it, teamwork, respect and foresee of others' opinions, time management. Students were motivated to work with foreign experts. Sharing  their thoughts and experiences. It was a great teaching practice and experience that they have had.


Thank you very much for everyone who has been able to implement and accomplish this project. This project has of great importance for both students and the development of agriculture and community.